ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძემ ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძემ ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

ეკატერინე გორგოძემ წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ადგილობრივ სთორმ ჰანთერს შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა – 5:7, 3:6.

პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა – გორგოძემ ანგარიშის გათანაბრება ორჯერ შეძლო და 5:4-საც იგებდა, თუმცა საბოლოოდ პარტია 5:7 დათმო.

მეორე სეტში კი ავსტრალიელმა მეტოქის ჩაწოდება სამჯერ აიღო და 6:3 მოიგო. ჰანთერი მომდევნო ეტაპზე სერბ ლოლა რადივოიევიჩს დაუპირისპირდება.