ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძემ აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT

08:18, 25.08.2026

ეკატერინე გორგოძემ აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა მოიგო – ქართველმა ჩოგბურთელმა პოლონეთის წარმომადგენელი კატარჟინა კავა სამ სეტში, 3:6, 7:6 (7:2), 6:2 დაამარცხა.

გორგოძემ მატჩის განმავლობაში მეტოქეს ჩაწოდება ექვსჯერ აართვა, თავად კი ხუთი ჩაწოდება დაკარგა. ქართველი ჩოგბურთელი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა მეორე სეტის ტაიბრეიქზე და მესამე სეტში.

აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრეში ეკატერინე გორგოძის მეტოქე ბერძენი დესპინა პაპამიხაილი იქნება, რომელმაც პირველ ეტაპზე ასევე ორ სეტში მოიგო.

მსგავსი