ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძემ აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

01:21, 28.08.2026

ეკატერინე გორგოძე წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირზე, აშშ-ის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ჩეხ გაბრიელ კნუტსონთან ორ სეტში – 4:6, 4:6 დამარცხდა და ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

შეხვედრის მანძილზე ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარი ჩაწოდება სამჯერ დათმო, ხოლო თავად მეტოქეს ჩაწოდება მხოლოდ ერთხელ აართვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გამოსვლას აგრძელებს მარიამ ბოლქვაძე – მისი შეხვედრა უამინდობის გამო მეორე სეტის ტაიბრეიქზე შეწყდა, როდესაც ანგარიში 3:3 იყო. პირველი სეტი ქართველმა 3:6 დათმო.

აშშ-ის ღია პირველობის ძირითადი ეტაპი 30 აგვისტოს დაიწყება.

მსგავსი