ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში რიო დე ჟანეიროს ჩელენჯერის ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში რიო დე ჟანეიროს ჩელენჯერის ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

ჩოგბურთში რიო დე ჟანეიროს ჩელენჯერის წყვილთა თანრიგში ეკატერინე გორგოძემ და მისმა პარტნიორმა, ბურილო ესკორიუელამ ფინალის საგზური მოიპოვეს. ქართულ-ესპანური დუეტი ავსტრალიელ ტინა ნადინს და იტალიელ მირიანა ტონას დაუპირისპირდა და შეხვედრა ორ სეტში – 7:5, 6:4 მოიგო.

პირველი სეტი გორგოძემ და მისმა მეწყვილემ არასტაბილურად დაიწყეს და მალევე საკუთარი ჩაწოდება დათმეს, თუმცა სეტის მიწურულს შეძლეს თამაშის შემობრუნება.

მეორე სეტში ორივე წყვილი ჩაწოდებაზე შეცდომებს უშვებდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში გორგოძემ და ესკორიუელამ მეტოქეზე უკეთ ითამაშეს.

ფინალში გორგოძე და ესკორიუელა ესპანელ რომერო გორმაზსა და ხორვატ ტარა ვიურტს შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ გორგოძე წარმატებით ასპარეზობს ერთეულთა თანრიგშიც, ის ნახევარფინალშია გასული.