ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე წყვილთა შორის ტოლენტინოს ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT

09:24, 28.09.2026

ტოლენტინოს ჩელენჯერის ტურნირი წყვილთა კატეგორიაში ეკატერინე გორგოძისა და ბერძენი დესპინა პაპამიხაილის გამარჯვებით დასრულდა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველისა და ბერძენის დუეტი ჩეხურ წყვილს, ანეტა კუჩმოვასა და ანეტა ლაბუტკოვას დაუპირისპირდა. გორგოძემ და პაპამიხაილმა 6:1, 6:2 მოიგეს.

ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს კლასიფიკაციაში 154-ე პოზიციას იკავებს, ხოლო მისი ბერძენი მეწყვილე მსოფლიო რეიტინგში 187-ეა.

მსგავსი