ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე ტოლენტინოს ტურნირის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

21:49, 24.09.2026

იტალიის ქალაქ ტოლენტინოში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. 1/8-ფინალურ ეტაპზე მისი მეტოქე მსოფლიო კლასიფიკაციის 197-ე ნომერი, ჩეხი ბარბორა პალიჩოვა იყო, რომელსაც ქართველმა სპორტსმენმა ორ სეტში – 7:5, 7:5 მოუგო.

პირველ სეტში გორგოძემ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მე-11 გეიმში შეძლო. მეორე სეტში ის 2:4 ჩამორჩა, თუმცა სიტუაცია გამოასწორა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე იტალიელ სამირა დე სტეფანოსა და ესპანელ ოქსანა სელეხმეტევას შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი