ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე მალიორკას ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე მალიორკას ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე მალიორკაში მიმდინარე 125-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს.

მერვედფინალურ ეტაპზე გორგოძემ რუსეთის სახელით გამომსვლელი ოქსანა სელეხმეტევა სამ სეტში – 6:3, 3:6, 6:4 დაამარცხა და შემდეტი ეტაპის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ მეოთხე სეტში გორგოძემ მეტოქეს ოთხი ჩაწოდება აართვა.

მალიორკას ტურნირის მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მოწინააღმდეგე არგენტინელი სოლარა სიენა იქნება, რომელიც შეჯიბრებაზე პირველ ნომრადაა განთესილი.