ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე ლუბლიანის ტურნირის მერვედფინალში გავიდა #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ ლუბლიანაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის მეთექვსმეტედფინალში WTA-ის კლასიფიკაციის 213-ე ჩოგანს, არგენტინელ მარია კარლს სამ სეტში – 7:5, 6:7, 6:4 მოუგო.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოლო, გადამწყვეტ სეტში არგენტინელმა ქართველს სამი ჩაწოდება აართვა, თუმცა გორგოძემ მეტოქის ოთხი ჩაწოდება მოიგერია.
ლუბლიანის ტურნირის 1/8-ფინალურ ეტაპზე გორგოძის მეტოქე ჩეხი ლუსი ჰავლიჩკოვა იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 183-ე ადგილზეა.