ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე ლუბლიანის ჩელენჯერის მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
ლუბლიანაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ ჩეხი მეტოქე ლუსი ჰავლიჩკოვა სამ სეტში – 7:6 (7:4), 1:6, 6:3 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
შეხვედრის პირველი სეტი ქართველმა მოთამაშემ წარუმატებლად დაიწყო და ანგარიშით 1:4 ჩამორჩა. მიუხედავად ამისა, მან თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლო, 6:5 დაწინაურდა და პარტია საბოლოოდ ტაიბრეიქზე თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მეორე სეტი ჩეხი სპორტსმენის დომინაციით წარიმართა. რაც შეეხება გადამწყვეტ, მესამე პარტიას, აქ ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა უკვე თვალშისაცემი იყო – გორგოძე თავიდანვე დიდი ანგარიშით, 4:0 დაწინაურდა და მატჩი გამარჯვებამდე დამაჯერებლად მიიყვანა.
მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 277-ე ნომერი, იტალიელი ნოემი ბაზილეტი იქნება.