ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე ლენდსვილის ტურნირის ნახევარფინალშია #1TVSPORT

22:00, 08.08.2026

ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ აშშ-ში, ქალაქ ლენდსვილში მიმდინარე ITF-ის 100 000-იანი ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

1/4-ფინალურ ეტაპზე მან ამერიკელ ქეროლაინ დოლეჰაიდთან ითამაშა და მეტოქეს ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 7:6 აჯობა. დაპირისპირება საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და გორგოძის სრული უპირატესობით წარიმართა.

მომდევნო, ნახევარფინალურ მატჩში ქართველის მეტოქე ამერიკელ ბრანტმეირსა და ბელგიელ ვანდევინკელს შორის გამარჯვებული იქნება.

ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს მიმდინარე რეიტინგში 454 ქულით 171-ე პოზიციას იკავებს.

მსგავსი