ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე კანბერის ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე კანბერის ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ ავსტრალიაში, ქალაქ კანბერაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის მერვედფინალში იაპონელი მოიუკა უჩიჯიმა დამაჯერებლად, ორ სეტში – 6:4, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების მეოთხედფინალში გავიდა.

პირველ სეტში გორგოძემ მეტოქის სამი ჩაწოდება მოიგო, ხოლო თავისი ორჯერ დათმო. მეორე სეტში კი თავიდანვე 5:0 დაწინაურდა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

ეკატერინე გორგოძისთვის ეს გამარჯვება კანბერაში ზედიზედ მეოთხე იყო, მან ასპარეზობა საკვლიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, ხოლო ძირითადი ბადის პირველ წრეში ამერიკელ კალიევას სძლია.

მეოთხედფინალში გორგოძის მეტოქე ეგვიპტელ მაიარ შერიფსა და იაპონელ ჰიმენო საკაცუმეს შორის გამარჯვებული იქნება.

ამჟამად ქართველი სპორტსმენი პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 176-ე ადგილს იკავებს.