ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე კანბერის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს #1TVSPORT
ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე კანბერის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს #1TVSPORT

ეკატერინე გორგოძე ავსტრალიაში მიმდინარე კანბერის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 194-ე ნომერი ანუკ კოევერმანსი სამ სეტში – 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა.

პირველი სეტი ნიდერლანდელი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა – კოევერმანსი ანგარიშზე 5:4 სეტზე აწვდიდა, თუმცა გორგოძემ დაბრუნება მოახერხა.

მეორე სეტიც მსგავსად დაიწყო – კოევერმანსი 3:1 დაწინაურდა. ამჯერად გორგოძემ სეტის შემობრუნება ვეღარ შეძლო და ნიდერლანდელმა ანგარიში გაათანაბრა – 6:4. გადამწყვეტ სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა (5:1) და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

ეკატერინე გორგოძე ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 176-ე ადგილს იკავებს. მისი მეტოქის ვინაობა კანბერის ტურნირის ძირითად ბადეში მოგვიანებით გაირკვევა.