ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე და ირენე ბურილიო ბრაზილიაში მიმდინარე ტურნირის ფინალში გავიდნენ #1TVSPORT
ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე და ირენე ბურილიო ბრაზილიაში მიმდინარე ტურნირის ფინალში გავიდნენ #1TVSPORT

ჩოგბურთში ბრაზილიის ჩელენჯერის ნახევარფინალში, წყვილთა ტურნირზე, ეკატერინე გორგოძემ და ირენე ბურილიომ (ესპანეთი) ადგილობრივ დუეტს, მარტინსსა და პიგონსს სამ სეტში სძლიეს – 6:7, 6:3, 10:8.

პირველი ორი სეტის შემდეგ, ბოლო პარტიაში ორივე წყვილი საკუთარ ჩაწოდებაზე ხშირად უშვებდა შეცდომას, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში გორგოძე და ბურილიო უკეთესები აღმოჩნდნენ, 10:8 გაიმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.

გორგოძისა და ბურილიოს წყვილი ბრაზილიის ტურნირის ფინალში მონესა (საფრანგეთი) და ნაჰიმანას (ბურუნდი) დუეტს შეხვდება.