ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე ბაჰრეინის ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ჩოგბურთი | ეკატერინე გორგოძე ბაჰრეინის ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ეკატერინე გორგოძე ბაჰრეინში მიმდინარე 75-ქულიანი ტურნირის მერვედფინალშია. შეჯიბრების პირველ ეტაპზე ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიო რეიტინგის 191-ე ნომერი, იტალიელი ლიზა პიგატო ორ სეტში – 7:5, 6:4 დაამარცხა.

პირველ სეტში ქართველმა გადამწყვეტი ბრეიქის შესრულება პარტიის მიწურულს, ანგარიშზე 5:5 შეძლო და შემდეგ სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე სეტში რვა გეიმის შემდეგ ანგარიში 4:4 იყო, როდესაც ქართველმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მოახერხა.

მერვედფინალში გორგოძის მეტოქე ფრანგი ფიონა ფერო (369-ე ნომერი) იქნება.