ჩოგბურთი | დევისის თასზე საქართველოს ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა #1TVSPORT
თბილისში დევისის თასის პირველი ლიგის პლეი ოფში, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებისა და პოლონეთის მატჩში ამგარიში 0:3 გახდა, შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველ ჯგუფში გადასვლა ვერ მოახერხა.
პირველ სათამაშო დღეს ერთეულთა თანრიგში ქართველმა ჩოგბურთელებმა ორივე მატჩი წააგეს – ალექსანდრე ბაკში კამილ მაჟრაკთან ორ სეტში, 3:6, 6:7 (4:7) დამარცხდა, საბა ფურცელაძემ კი მაკს კასნიკოვსკისთან შეხვედრა სამ სეტში დათმო – 3:6, 7:5, 4:6.
მეორე საშეჯიბრო დღის პირველი შეხვედრა წყვილთა თანრიგში გაიმართა, რომელშიც ალექსანდრე ბაკშისა და ზურაბ ტყემალაძის დუეტი იან ჟიელისნკისა და კაროლ დრჟევიეცკის წყვილთან ორ სეტში, 5:7, 1:6 დამარცხდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები, საერთო ჯამში, 0:3 დამარცხდა და სექტემბერში პირველ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძლებს.