ჩოგბურთი | დევისის თასზე საქართველოს ნაკრები პოლონეთს თბილისში უმასპინძლებს - ტურნირის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT
ჩოგბურთი | დევისის თასზე საქართველოს ნაკრები პოლონეთს თბილისში უმასპინძლებს - ტურნირის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT

31 იანვარს თბილისში ჩოგბურთში დევისის თასის გათამაშების მატჩები გაიმართება – საქართველოს ნაკრები პირველ ლიგაში გადასასვლელად  პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 30 იანვარს სასტუმრო Swissotel-ში ტურნირის წილისყრა გაიმართა.

შეჯიბრება 31 იანვარს, 13:00 საათზე ერთეულთა  მატჩით გაიხსნება. პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი ალექსანდრე ბაკში პოლონეთის ნაკრების პირველ ნომერთან, კამილ მაჟრაკთან გამართავს. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთეულთა მეორე მატჩში საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი საბა ფურცელაძე პოლონეთის ნაკრების მეორე ნომერს, მაკს კასნიკოვსკის დაუპირისპირდება.

მეორე სათამაშო დღე პირველ თებერვალს, 12:00 საათზე წყვილთა შეხვედრით გაიხსნება – სანდრო მეტრეველისა და ზურაბ ტყემალაძის წყვილი იან ჟიელისნკისა და კაროლ დრჟევიეცკის  წყვილს დაუპირისპირდება.

შეხვედრები „თბილისი არენის“ დარბაზში (უნივერსიტეტის ქუჩაზე) გაიმართება, დასწრება თავისუფალია. პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.