ჩოგბურთი | დევისის თასის პირველ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკში კამილ მაჟრაკთან დამარცხდა #1TVSPORT
თბილისში დევისის თასის პირველი ლიგის პლეი ოფის შეხვედრა დაიწყო, რომელშიც საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები პოლონეთს ხვდება.
დაპირისპირების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი ალექსანდრე ბაკში პოლონელთა პირველ ნომერთან, კამილ მაჟრაკთან ორ სეტში, 3:6, 6:7 (4:7) დამარცხდა. შედეგად, პოლონეთის ნაკრები 1:0 დაწინაურდა.
მომდევნო შეხვედრაში საქართველოს ეროვნული გუნდის პირველი ნომერი საბა ფურცელაძე მაკს კასნიკოვსკის დაუპირისპირდება და ანგარიშის გათანაბრებას შეეცდება.
ხვალ, პირველ თებერვალს ასპარზობა წყვილთა თანრიგში ჩატარდება.