ჩოგბურთი | დანიილ მედვედევი უიმბლდონის გათამაშებას პირველ წრეში გამოეთიშა #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი, უიმბლდონი მოულოდნელი შედეგით დაიწყო. პირველივე წრეში ასპარეზობას მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი დანიილ მედვედევი გამოეთიშა.
მედვედევი რეიტინგის 64-ე ნომერთან, ფრანგ ბენჟამინ ბონზისთან ოთხ სეტში, 6:7, 6:3, 6:7, 2:6 დამარცხდა.
ბონზისთვის ეს გამარჯვება კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მას ბოლო შეხვედრა უიმბლდონის ძირითად ბადეში 2022 წელს ჰქონდა მოგებული.
უიმბლდონს ასევე გამოაკლდა სტეფანოს ციციპასი. ბერძენმა ჩოგბურთელმა ფრანგ ვალენტინ როიერთან ორი სეტი დათმო და შემდეგ ასპარეზობა ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელა.