ჩოგბურთი | ცნობილია WTA Finals 2026-ის რვავე მონაწილე – სეზონის შემაჯამებელი ტურნირი ინდიან-უელსში გაიმართება #1TVSPORT
ქალთა ჩოგბურთის ასოციაციამ (WTA) 2026 წლის სეზონის შემაჯამებელი ტურნირის, WTA Finals-ის რვავე მონაწილე დაასახელა. პრესტიჟული შეჯიბრება 8-15 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდიან-უელსში გაიმართება.
ტურნირზე მონაწილეობას სეზონის შედეგების მიხედვით რვა საუკეთესო ჩოგბურთელი მიიღებს. ბოლო, მერვე საგზური ჩეხმა კაროლინა მუხოვამ მოიპოვა, რითაც მონაწილეთა შემადგენლობა საბოლოოდ დაკომპლექტდა.
WTA Finals 2026-ის მონაწილეები:
- ელენა რიბაკინა (ყაზახეთი)
- არინა საბალენკა (ბელარუსი)
- კოკო გაუფი (აშშ)
- მირა ანდრეევა (რუსეთი)
- ჯესიკა პეგულა (აშშ)
- ლინდა ნოსკოვა (ჩეხეთი)
- ელინა სვიტოლინა (უკრაინა)
- კაროლინა მუხოვა (ჩეხეთი)
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ელენა რიბაკინაა, რომელმაც 2025 წელს სეზონის შემაჯამებელი შეჯიბრება მოიგო. მონაწილეთა შორის ასევე არიან WTA Finals-ის ყოფილი გამარჯვებულები – კოკო გოფი და ელინა სვიტოლინა.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ტურნირზე ვერ ითამაშებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჩოგბურთელი იგა შვიონტეკი, რომელმაც ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა.
შეჯიბრების ფორმატის მიხედვით, რვა მონაწილე ორ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო ჩოგბურთელი ნახევარფინალში გავა, რის შემდეგაც ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდება.