ჩოგბურთი | ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა შორის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ჩოგბურთი | ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა შორის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT

ჩოგბურთში წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ქალთა შორის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალური ეტაპის წყვილები დაკომპლექტდა.

მეოთხედფინალში ასპარეზობას გამოეთიშა მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი, პოლონელი იგა შვიონტეკი. ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს – არინა საბალენკამ, ელინა სვიტოლინამ, ჯესიკა პეგულამ და ელენა რიბაკინამ.

მეოთხედფინალური ეტაპის შედეგები:

არინა საბალენკა (1) – ივა იოვიჩი (29) 6:3, 6:0

კოკო გოფი (3) – ელინა სვიტოლინა (12) 1:6, 2:6

ჯესიკა პეგულა (6) – ამანდა ანისიმოვა (4) 6:2, 7:6

იგა შვიონტეკი (2) – ელენა რიბაკინა (5) 5:7, 1:6

ნახევარფინალური ეტაპის წყვილები:

არინა საბალენკა (1) – ელინა სვიტოლინა (12)

ჯესიკა პეგულა (6) – ელენა რიბაკინა (5)

ნახევარფინალები 29 იანვარს შედგება.