ჩოგბურთი | ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალური ეტაპის წყვილები დაკომპლექტდა.
ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებენ პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ნომრად განთესილი ჩოგბურთელები. აღსანიშნავია, რომ მეოთხე ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის შეხვედრას იტალიელ ლორენცო მუზეტისთან აგებდა, თუმცა მეტოქემ თამაშის დასრულება ტრავმის გამო ვერ მოახერხა.
მეოთხედფინალური ეტაპის შედეგები:
კარლოს ალკარასი (1) – ალექს დე მინორი (6) 7:5, 6:2, 6:1
ალექსანდერ ზვერევი (3) – ლერნერ ტიენი (25) 6:3, 6:7, 6:1, 7:6
ლორენცო მუზეტი (5) – ნოვაკ ჯოკოვიჩი (4) 4:6, 6:3, 3:1 | მუზეტიმ ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა
ბენ შელტონი (8) – იანიკ სინერი (2) 3:6, 4:6, 4:6
ნახევარფინალური ეტაპის წყვილები:
კარლოს ალკარასი (1) – ალექსანდერ ზვერევი (3)
ნოვაკ ჯოკოვიჩი (4) – იანიკ სინერი (2)
ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 30 იანვარს შედგება.