ჩოგბურთი | ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები დაკომპლექტდა #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის მეოთხედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილი გახდა.
პირველ რვა ადგილზე განთესილებიდან მეოთხედფინალში შვიდი ჩოგბურთელი ითამაშებს. ამ ეტაპის საგზური ასევე მოიპოვა 20 წლის ლერნერ ტიენმა – ამერიკელი შეჯიბრებაზე 25-ე ნომრად არის განთესილი.
მერვედფინალური ეტაპის შედეგები:
კარლოს ალკარასი (1) – ტომი პოლი (19) | 7:6, 6:4, 7:5
ალექს დე მინორი (6) – ალექსანდრე ბუბლიკი (10) | 6:4, 6:1, 6:1
ალექსანდერ ზვერევი (3) – ფრანცისკო სერუნდოლო (18) | 6-2, 6-4, 6-4
ლერნერ ტიენი (25) – დანიილ მედვედევი (11) | 6-4, 6-0, 6-3
ნოვაკ ჯოკოვიჩი (4) – იაკუბ მენშიკი (16) | მენშიკი ტრავმის გამო მოეხსნა
ლორენცო მუზეტი (5) – ტეილორ ფრიცი (9) | 6:2, 7:5, 6:4
ბენ შელტონი (8) – კასპერ რუუდი (12) | 3:6, 6:4, 6:3, 6:4
იანიკ სინერი (2) – ლუჩიანო დარდერი (22) | 6:1, 6:3, 7:6
მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები:
კარლოს ალკარასი – ალექს დე მინორი
ალექსანდერ ზვერევი – ლერნერ ტიენი
ლორენცო მუზეტი – ნოვაკ ჯოკოვიჩი
ბენ შელტონი – იანიკ სინერი
მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 27 და 28 იანვარს ჩატარდება.