ჩოგბურთი, აშშ-ის ღია 2026, ქალები | საბალენკა 1/4-ფინალში ნოსკოვაზე გავიდა, პეგულა ნავაროს შეხვდება #1TVSPORT
აშშ-ის ღია პირველობაზე მერვე სათამაშო დღე დასრულდა. დაიწყო მერვედფინალური ეტაპი და ქალთა ტურნირზე ბადის ზედა მხარეს ოთხი მატჩი გაიმართა.
საინტერესო ფაქტები
* არინა საბალენკა, ზედიზედ მეექვსე წელია, გავიდა აშშ-ის ღიას 1/4-ფინალში.
* საბალენკა „დიდი სლემის“ ბოლო 16 ტურნირიდან 15-ჯერ გავიდა 1/4-ფინალში. ერთადერთი გამონაკლისი წლევანდელი უიმბლდონი იყო.
* სორანა კირსტეამ ბოლო მატჩი ჩაატარა კარიერაში „დიდი სლემის“ ტურნირებზე.
* ჯესიკა პეგულა 2026 წელს სამჯერ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების 1/4-ფინალში.
* ცნობილია ორი მეოთხედფინალური წყვილი: საბალენკა შეხვდება ნოსკოვას, პეგულა – ნავაროს.
1/8-ფინალი
არინა საბალენკა (1)-ტეილორ თაუნსენდი (აშშ) 6:4, 6:3
ლინდა ნოსკოვა (ჩეხ, 6)-მარტა კოსტიუკი (უკრ, 11) 7:5, 5:7, 6:4
ჯესიკა პეგულა (აშშ, 3)-სორანა კორსტეა (რუმ, 16) 6:3, 6:4
ემა ნავარო (აშშ, 26)-ანა კალინსკაია (21) 6:4, 6:2