ჩოგბურთი, აშშ-ის ღია 2026, ქალები | პირველ ნახევარფინალში საბალენკა და პეგულა ითამაშებენ #1TVSPORT

07:25, 09.09.2026

აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე მეათე სათამაშო დღე დასრულდა და დაკომპლექტდა პირველი ნახევარფინალური წყვილი. მსოფლიოს პირველმა ნომერმა არინა საბალენკამ უიმბლდონის ჩემპიონი ლინდა ნოსკოვა დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ჯესიკა პეგულას შეხვდება, რომელმაც ამერიკულ დერბიში ემა ნავაროს სძლია.

 

საინტერესო ფაქტები

* არინა საბალენკა ზედიზედ მეექვსედ გავიდა აშშ-ის ღიას ნახევარფინალში. მან გაიმეორა კრის ევერტის (16 ნახევარფინალი ზედიზედ, 1971-1986), შტეფი გრაფის (7, 1985-1991), მარტინა ჰინგისის (6, 1996-2001), ვენუს უილიამსის (6, 1997-2002) და სერენა უილიამსის (6, 2011-2016) შედეგი.

* საბალენკამ „დიდი სლემის“ ტურნირებზე ბოლო 24 ტაი-ბრეიკიდან 23 მოიგო.

* საბალენკა 34-ედ თამაშობს „დიდი სლემის“ ტურნირებზე და მეთხუთმეტედ გავიდა ნახევარფინალში. ამ შედეგის მისაღწევად უფრო ნაკლები მონაწილეობა დასჭირდა მხოლოდ კიმ კლაისტერსს (15 ნახევარფინალი 31 ტურნირში).

* 2020 წლიდან მოყოლებული, ჯესიკა პეგულამ ყველაზე მეტი ქამბექი შეასრულა (48) და ყველაზე მეტი სამსეტიანი მატჩი მოიგო (90).

* ამ სეზონში პეგულამ 12 მატჩი მოიგო სეტებში 0:1 ჩამორჩენის შემდეგ. ის ამ მაჩვენებლით ლიდერია.

* პეგულა პირველი ქალი ჩოგბურთელია „ღია ერაში“, ვინც 30 წლის შემდეგ ოთხჯერ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში.

 

1/4 ფინალი

არინა საბალენკა (1)-ლინდა ნოსკოვა (ჩეხ, 6) 7:6(1), 3:6, 7:6(7)

ჯესიკა პეგულა (აშშ, 3)-ემა ნავარო (აშშ, 26) 3:6, 6:4, 6:3

მსგავსი