ჩოგბურთი, აშშ-ის ღია 2026, ქალები | ცნობილია 1/4 ფინალის წყვილები, ამ ეტაპზე TOP6-ის ყველა ჩოგბურთელი გავიდა #1TVSPORT

06:36, 08.09.2026

აშშ-ის ღია პირველობაზე მეცხრე სათამაშო დღეს დასრულდა მერვედფინალური ეტაპი და დაკომპლექტდა მეოთხედფინალური წყვილები.

 

საინტერესო ფაქტები

* 21 წლის კოკო გაუფი მეთორმეტედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების 1/4 ფინალში. წელს მან ამ სტადიაზე მიაღწია ავსტრალიის ღიაზე და უიმბლდონზე.

* გაუფი 2023 წლის შემდეგ პირველად არის აშშ-ის ღიას 1/4 ფინალში. მაშინ ამერიკელმა ნიუ იორკში ტიტული მოიგო.

* ელენა რიბაკინა პირველად გავიდა აშშ-ის ღიას 1/4 ფინალში.

* რიბაკინას ერთი მატჩის მოგება სჭირდება იმისთვის, რომ პირველად გახდეს ATP-ის რეიტინგის ლიდერი.

* იგა შვიოტეკმა 2021 წლის შემდეგ პირველად ვერ შეძლო ერთ კალენდარულ წელს „დიდი სლემის“ ტურნირის მოგება. წელს მისი საუკეთესო შედეგი იყო ავსტრალიის ღიას 1/4 ფინალში გასვლა.

* კინვენ ჟენმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო 0:5-დან სეტის მოგება. მან ეს გააკეთა 1/16 ფინალში მედისონ კისის წინააღმდეგ და 1/8 ფინალში შვიოტეკის წინააღმდეგ.

* მირა ანდრეევა პირველად გავიდა საჰარდო „დიდი სლემის“ ტურნირის 1/4 ფინალში.

 

1/8 ფინალი

მირა ანდრეევა (5)-ანასტასია პოტაპოვა (ავსტრია, 24) 5:7, 6:4, 6:3

კოკო გაუფი (აშშ, 4)-ივა იოვიჩი (აშშ, 14) 6:1, 6:4

კინვენ ჟენი (ჩინ)-იგა შვიოტეკი (პოლ, 8) 7:5, 6:3

ელენა რიბაკინა (ყაზ, 2)-ნაომი ოსაკა (იაპ, 13) 6:1, 6:4

 

1/4 ფინალი

არინა საბალენკა (1)-ლინდა ნოსკოვა (ჩეხ, 6)

ჯესიკა პეგულა (აშშ, 3)-ემა ნავარო (აშშ, 26)

მირა ანდრეევა (5)-კოკო გაუფი (აშშ, 4)

კინვენ ჟენი (ჩინ)-ელენა რიბაკინა (ყაზ, 2)

მსგავსი