ჩოგბურთი, აშშ-ის ღია 2026, კაცები | მეოთხედფინალში ალკარასი და სამი ამერიკელი გავიდნენ #1TVSPORT
აშშ-ის ღია პირველობაზე მერვე სათამაშო დღე დასრულდა. დაიწყო მერვედფინალური ეტაპი და მამაკაცთა ტურნირზე ბადის ქვედა მხარეს ოთხი მატჩი გაიმართა. ოთხივე წყვილში ამერიკელი ჩოგბურთელი თამაშობდა და აქედან სამმა შეძლო 1/4-ფინალში გასვლა
საინტერესო ფაქტები
* კარლოს ალკარასმა ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირებზე.
* ფრენსის ტიაფომ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოუგო რეიტინგის TOP 10-ის წარმომადგენლებს.
* დანიილ მედვედევი, ზედიზედ ორი წელია, ვერ გადის „დიდი სლემის“ ტურნირების 1/4-ფინალში.
* ალექს მიკელსენი პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების 1/4-ფინალში.
* მიკელსენი მეოთხედფინალამდე სეტის წაუგებლად მივიდა.
* ცნობილია ორი მეოთხედფინალური წყვილი: ტიაფო მიკელსენს შეხვდება, ალკარასი – შელტონს.
1/8-ფინალი
ფრენსის ტიაფო (აშშ, 11)-დანიილ მედვედევი (7) 7:6(1), 6:4, 7:6(6)
ალექს მიკელსენი (აშშ)-ტომას ეჩევერი (არგ, 27) 7:6(6), 6:4, 6:4
ბენ შელტონი (აშშ, 8)-სტეფანოს ციციპასი (საბ) 6:2, 6:3, 6:4
კარლოს ალკარასი (ესპ, 2)-ტომი პოლი (აშშ, 20) 6:4, 6:3, 6:4