ჩოგბურთი, აშშ-ის ღია 2026, კაცები | 1/4 ფინალში სამი განუთესავი და TOP10-ის სამი ჩოგბურთელი გავიდა #1TVSPORT

08:13, 08.09.2026

აშშ-ის ღია პირველობაზე მეცხრე სათამაშო დღეს დასრულდა მერვედფინალური ეტაპი და დაკომპლექტდა მეოთხედფინალური წყვილები.

 

საინტერესო ფაქტები

* ალექსანდრ ზვერევი მეცხრამეტედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების 1/4 ფინალში. აშშ-ის ღიაზე მან ეს მეხუთედ შეძლო.

* ზვერევი ამ სეზონში კარიერაში პირველად გავიდა ოთხივე „სლემის“ 1/4 ფინალში.

* ზვერევს ამ სეზონში 50 მოგება დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ტურის ლიდერია. მან ერთ კალენდარულ წელს მეშვიდედ მოიგო მინიმუმ 50 მატჩი. უფრო მეტი ასეთი სეზონი მხოლოდ ხუთ ჩოგბურთელს ჰქონია: როჯერ ფედერერს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, რაფაელ ნადალს, ევგენი კაფელნიკოვსა და პიტ სამპრასს.

* ლერნერ ტიენმა კარიერაში პირველად წააგო ხუთსეტიანი მატჩი. მანამდე ამერიკელს ხუთიდან ხუთი მოგება ჰქონდა.

* ალექსანდერ ბლოკსი პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების 1/4 ფინალში. ეს მისთვის სადებიუტო აშშ-ის ღია პირველობაა.

* ბოტიკ ვან დე ზანდშულპმა და არტურ ჟეამ წლევანდელ აშშ-ის ღიაზე ყველაზე გრძელი მატჩი ითამაშეს – 5 საათი და 13 წუთი. ნიდერლანდელმა 0:2-დან, მესამე სეტში მატჩბოლიდან და მეოთხე სეტში ბრეიკიდან მოიგო მატჩი.

 

1/8 ფინალი

ალექსანდრ ზვერევი (გერ, 1)-ლუჩანო დარდერი (იტა, 21) 6:2, 6:2, 7:6(3)

ბოტიკ ვან დე ზანდშულპი (ნიდ)-არტურ ჟეა (საფ) 3:6, 6:7(0), 7:6(7), 7:6(3), 6:4

კარენ ხაჩანოვი-ლერნერ ტიენი (აშშ, 14) 7:5, 4:6, 6:7(6), 6:1, 6:4

ალექსანდერ ბლოკსი (ბელ, 28)-ფრანსისკო ჩერუნდოლო (არგ, 24) 6:3, 4:6, 7:5, 7:5

 

1/4 ფინალი

ალექსანდრ ზვერევი (გერ, 1)-ბოტიკ ვან დე ზანდშულპი (ნიდ)

კარენ ხაჩანოვი-ალექსანდერ ბლოკსი (ბელ, 28)

ფრენსის ტიაფო (აშშ, 11)-ალექს მიკელსენი (აშშ)

ბენ შელტონი (აშშ, 8)-კარლოს ალკარასი (ესპ, 2)

მსგავსი