ჩოგბურთი | არინა საბალენკამ მაიამის მასტერსი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ქალთა შორის მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, 27 წლის არინა საბალენკამ მაიამის მასტერსი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში მან სამ სეტში ამერიკელი კოკო გაუფი დაამარცხა – 6:2, 4:6, 6:3.
რამდენიმე დღის წინ საბალენკამ ინდიან უელსის მასტერსიც მოიგო და ისტორიაში მეხუთე ქალი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც აღნიშნულ ტურნირებზე ზედიზედ მოახერხა გამარჯვება.
კოკო გაუფთან ფინალური მატჩი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გადამწყვეტ სეტში ბელარუსმა ჩოგბურთელმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და პარტია დამაჯერებლად მოიგო.
არინა საბალენკასთვის მაიამის მასტერსი კარიერაში მოგებული 24-ე ტიტულია.