ჩოგბურთი | ალკარასმა გაწყვიტა მწვრთნელთან ურთიერთობა, რომელთან ერთად მოიგო „დიდი სლემის“ ექვსივე ტიტული #1TVSPORT
ჩოგბურთი | ალკარასმა გაწყვიტა მწვრთნელთან ურთიერთობა, რომელთან ერთად მოიგო „დიდი სლემის“ ექვსივე ტიტული #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა კარლოს ალკარასმა შეწყვიტა თანამშრომლობა თავის მრავალწლიან დამრიგებელთან ხუან კარლოს ფერეროსთან.

ამის შესახებ 22 წლის ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩემთვის ძალიან რთულია ამ პოსტის წერა… შვიდწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, მე და ხუანმა გადავწყვიტეთ დაგვესრულებინა ჩვენი ერთობლივი ეტაპი.

მადლობა შენ იმისთვის, რომ ჩემი ბავშვური ოცნებები რეალობად აქციე. ჩვენ ეს გზა დავიწყეთ მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და მთელი ამ დროის განმავლობაში თან მახლდი ამ დაუჯერებელ მოგზაურობაში – კორტზე და მის ფარგლებს გარეთ. შენ დამეხმარე გავზრდილიყავი როგორც სპორტსმენი, მაგრამ, პირველ რიგში, როგორც ადამიანი. ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის ის, რომ მე სიამოვნებას ვიღებდი თავად პროცესისგან და იმ გზისგან, რომელიც გავიარეთ.

ახლა ორივესთვის დგება ცვლილებების, ახალი მოგზაურობებისა და ახალი პროექტების დრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ეტაპს სწორად გავივლით, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით.

მთელი გულით გისურვებ ყოველივე საუკეთესოს. მადლობა ყველაფრისთვის, ხუან!“ – დაწერა ალკარასმა.

45 წლის ფერერო ალკარასს 2019 წლიდან ავარჯიშებდა და დაეხმარა ახალგაზრდა ესპანელს „დიდი სლემის“ ექვსი ტიტულის მოგებაში.