ჩოგბურთი | ალექსანდრე ბაკში და ზურა ტყემალაძე ჰურგადის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებენ #1TVSPORT
ეგვიპტეში, ჰურგადაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით თამაშს აგრძელებენ ქართველი ჩოგბურთელები ალექსანდრე ბაკში და ზურა ტყემალაძე – ორივე მათგანი გათმაშების ნახევარფინალში ითამაშებს.
ბაკშმა მეოთხედფინალში დანიილ ოსტაპენკოვს ორ სეტში – 7:6 (8:6), 6:4 სძლია, ხოლო ტყემალაძემ ამერიკელ მაქსველ მაკენონს სამ სეტში – 4:6, 6:2, 6:2 აჯობა.
ნახევარფინალში ბაკში, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 546-ე ადგილზეა, შვეიცარიელ დოშიჩს შეხვდება, ხოლო ტყემალაძის (რეიტინგში 1170-ე) მეტოქე სერბი მილადინოვიჩი იქნება.
ნახევარფინალური შეხვედრები 10 იანვარს ჩატარდება.