ჩოგბურთი | ალექსანდერ ზვერევი 2026 წელს მსოფლიო რეიტინგის ლიდერის რანგში დაასრულებს #1TVSPORT

13:01, 07.10.2026

გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდერ ზვერევი 2026 წელს მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილზე დაასრულებს.

რეიტინგის ამჟამინდელმა ლიდერმა, იტალიელმა იანიკ სინერმა ტრავმა მიიღო და წლის ბოლომდე ის კორტზე გასვლას ვერ მოახერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშან მოპოვებული ქულების დაცვას ვერ მოახერხებს და პირველ ადგილს ზვერევს გადააბარებს.

გერმანელი მამაკაცთა შორის 30-ე ჩოგბურთელი გახდება, რომელიც კალენდარული წლის დასრულებას პირველ პოზიციაზე მოახერხხებს.

2026 წელი ზვერევის კარიერაში ყველაზე წარმატებული იყო – მან დიდი სლემის ორი ტურნირი მოიგო. როლან გაროსის ფინალში გერმანელმა იტალიელ კობოლის აჯობა, ხოლო აშშ-ის ღია პირველობის გადამწყვეტ მატჩში ამერიკელ ბენ შელტონს სძლია.

მსგავსი