ჩოგბურთი | 45 წლის ვინუს უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს #1TVSPORT
დიდი სლემის ტურნირების შვიდგზის ჩემპიონმა, 45 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა, ვინუს უილიამსმა „უაილდქარდი“ მიიღო და იანვარში წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს.
ამერიკელი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის მთავარ ბადეში 2021 წლის შემდეგ იასპარეზებს. ის გახდება ყველაზე ასაკოვანი მონაწილე აღნიშნული ტურნირის ისტორიაში.
„მიხარია ავსტრალიაში დაბრუნება და მოუთმენლად ველოდები ასპარეზობას. ძალიან ბევრი დაუვიწყარი მოგონება მაქვს და მადლიერი ვარ შესაძლებლობისთვის, დავბრუნდე იმ შეჯიბრებაზე, რომელსაც ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა“, – განაცხადა უილიამსმა.
ვინუს უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობის ერთეულთა ტურნირის ფინალში 2003 და 2017 წლებში ითამაშა. ის უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონია და ასევე ორჯერ აშშ-ის ღია პირველობა აქვს მოგებული.
2026 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი მელბრნში 18 იანვარს დაიწყება და პირველ თებერვალს დასრულდება.