ჩოგბურთი | 2026 წლის აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული ქალთა შორის ელენა რიბაკინა გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
ყაზახეთის წარმომადგენელი ელენა რიბაკინა ქალთა შორის 2026 წლის აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია. ტურნირის ფინალში რიბაკინამ არინა საბალენკა სამ სეტში – 4:6, 7:5, 6:2 დაამარცხა.
პირველ ორ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და მხოლოდ თითო ბრეიქი შეასრულეს. გადამწყვეტ მესამე სეტში კი რიბაკინამ საბალენკას ორი ჩაწოდება აართვა.
შედეგად, 27 წლის ელენა რიბაკინა კარიერაში მესამე დიდი სლემის ტურნირის გამარჯებული გახდა, აქამდე მას ავსტრალიის ღია პირველობა (2026) და უიმბლდონი (2022) ჰქონდა მოგებული.
მომავალი კვირიდან ყაზახი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგსაც ჩაუდგება სათავეში.