ჩოგბურთი | 2026 წლის აშშ-ის ღია პირველობას სარეკორდო საპრიზო ფონდი ექნება #1TVSPORT
2026 წლის აშშ-ის ღია პირველობას ჩოგბურთისთვის სარეკორდო საპრიზო ფონდი ექნება – მამაკაცთა და ქალთა თანრიგის ჩემპიონები 5.5 მილიონ დოლარს მიიღებენ.
მეორეადგილოსნებს 2.8 დოლარი ერგებათ, ხოლო ტურნირის ძირითად ბადეში გასვლისთვის თითოეული ჩოგბურთელი 190 000 დოლარს მიიღებს.
ამჟამად წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარეობს და ძირითად ბადეში მოხვედრას ორი ქართველი ჩოგბურთელი ცდილობს – მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძე.
აშშ-ის ღია პირველობის ძირითადი ეტაპი 30 აგვისტოს დაიწყება.