ჩოგბურთი | 2002 წლის შემდეგ პირველად, ATP-ს რეიტინგის ათეულში ჯოკოვიჩი, ფედერერი და ნადალი არ არიან #1TVSPORT
2002 წლის შემდეგ პირველად, პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგის საუკეთესო ათეულში „დიდი სამეულის“ (ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი) არცერთი წევრი არ არის.
ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც ბოლო წლებში ინარჩუნებდა ადგილს მოწინავე პოზიციებზე, რეიტინგში 7 საფეხურით დაქვეითდა და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. განახლებულ რეიტინგს კვლავ იანიკ სინერი უდგას სათავეში, მეორე და მესამე პოზიციებს კი ალექსანდრ ზვერევი და კარლოს ალკარასი ინარჩუნებენ.
განახლებულ ტოპ 10-ში აისახა ამერიკელი ჩოგბურთელების წინსვლა. აშშ-ის ღია პირველობის ფინალისტი ბენ შელტონი 5 პოზიციით დაწინაურდა და მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ფრენსის ტიაფომ 4 საფეხურით აიწია და მერვე ადგილს იკავებს. ათეულში ასევე იმყოფებიან ფელიქს ოჟე-ალიასიმე, დანიილ მედვედევი, ფლავიო კობოლი, ალექს დე მინო და ტეილორ ფრიცი.
მამაკაცთა შორის განახლებული რეიტინგი:
- იანიკ სინერი (იტალია)
- ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)
- კარლოს ალკარასი (ესპანეთი)
- ბენ შელტონი (აშშ)
- ფელიქს ოჟე-ალიასიმე (კანადა)
- დანიილ მედვედევი (რუსეთი)
- ფლავიო კობოლი (იტალია)
- ფრენსის ტიაფო (აშშ)
- ალექს დე მინო (ავსტრალია)
- ტეილორ ფრიცი (აშშ)