ჩოგბურთელს, რომელსაც ფედერერთან წყვილში უთამაშია, გაუპატიურება ბრალდება
ჩოგბურთელს, რომელსაც ფედერერთან წყვილში უთამაშია, გაუპატიურება ბრალდება

ყოფილი შვეიცარიელი ჩოგბურთელი ივ ალეგრო, რომელიც წყვილებში გამოდიოდა როჯერ ფედერერთან და სტენ ვავრინკასთან ერთად, გაუპატიურებაშია დადანაშაულებული, – იტყობინება Tennis World USA. ინციდენტი ხუთი წლის წინ, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ევროპელი მწვრთნელების ფორუმზე მოხდა.

ნასვამმა ალეგრომ ღამე ყოფილ ჩოგბურთელთან გაატარა, რომელსაც ასევე ჰქონდა იმ საღამოს მიღებული ალკოჰოლი. დილით გოგონამ აღმოაჩინა, რომ მისი ტანსაცმელი დახეული იყო, სხეულზე კი სისხლჩაქცევები ჰქონდა. გარკვეული დროის შემდეგ გაიხსენა, რომ ალეგრომ მასზე სექსუალურად იძალადა.

შვეიცარიელსა და მსხვერპლს შორის მიმოწერაში აღმოჩნდა, რომ ალეგრო ხშირად ადასტურებდა მომხდარს. სასამართლო სხდომა 9 დეკემბერს გაიმართება.

კარიერის განმავლობაში ალეგრომ ATP-ის სამი ტიტული მოიპოვა წყვილებში. ფედერერთან ერთად მას გაუმარჯვია ვენასა (2003) და ჰალეში (2005).