ჩოგბურთელმა ბურთი თავით ჩააგდო [ვიდეო]
ჩოგბურთელმა ბურთი თავით ჩააგდო [ვიდეო]

ბუდაპეშტის საჩოგბურთო ტურნირზე, ქალთა წყვილთა თანრიგის პირველ წრეში კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. ჩეხმა რენატა ვორაცოვამ, ბადესთან მდგომმა მისკენ მომავალი ბურთი ჯერ ჩოგნით დაამუშავა და შემდეგ მოწინააღმდეგის მხარეს თავით გადაგზავნა. მსაჯმა კოშკურაზე ვერაფერი ვერ დაინახა და ქულა ჩათვალა.

საბოლოოდ ჩეხმა და მისმა მეწყვილე გარსია ლოპესმა, ავსტრალიელების წყვილი როდიონოვა და ხონ სო ანგარიშით – 6:3 4:6 10:3 დაამარცხეს.

ფაქტის შესახებ როდიონოვამ თავის „ინსტაგრამზე“ დაწერა. მან განაცხადა, რომ ვორაცოვამ მომხდარის შესახებ მსაჯს არ გამოუტყდა. ავსტრალიელმა მოწინააღმდეგის საქციელს არასპორტული უწოდა.