ჩოგაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ჩოგაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

ყაზახეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ პრემიერ ლიგის მე-16 ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც ქართველი შემტევი ნახევარმცველი თემურ ჩოგაძეც მოხვდა.

ტურის სიმბოლური გუნდი Wyscout-ის მატჩების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე შეარჩიეს. ქართველი შემტევი ნახევარმცველი „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო „კასპიისთან“ შეხვედრაში, რომელსაც ყარაღანდელებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ქართველის გუნდმა 1:0 მოიგო და აუტსაიდერთა ჯგუფს დიდი უპირატესობით დაშორდა.

„შახტიორის“ წარმატებაში ჩოგაძემ დიდი როლი ითამაშა, შეტევებს ამწვავებდა, დაცვას კარგად ეხმარებოდა და ერთხელ სახიფათო დარტყმისას ბურთს გადაეღობა, რომლითაც გუნდი გოლისგან გადაარჩინა, 37-ე წუთზე კი მისი წაქცევისთვის „კასპიის“ მცველი მოედნიდან გააძევეს, რამაც გუნდს კომპორტული უპირატესობა შეუქმნა და ყარაღანდელებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.