ჩხვიმიანი და ლიპარტელიანი პირველივე წრეში დამარცხდნენ, ლევიცკა-შუკვანი წინ მიიწევს (ვიდეო)

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირი 19-21 ნოემბრის შუალედში იმართება.

პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას ოთხი ქართველი ძიუდოისტი შეეცადა. ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ და გამოეთიშნენ ასპარეზობას, ხოლო ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა (52) აზერბაიჯანელი ძიუდოისტი დაამარცხა და აგრძელებს ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას.

მარგველაშვილმა კი პირველივე წრეში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი, რუსი მიხაილ პულიაევი დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და შემდეგ წრეში გავიდა.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ფოტო: gettyimages.com