ჩხვიმიანმა თელ-ავივის გრანდ სლემი მოგებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. დღეს ტურნირზე სამი ქართველი ასპარეზობს და პირველი გამარჯვებები სამივე მათგანმა მოიპოვა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) პირველ წრეში თურქმენი ჯუმაიევი შებოჭვით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

შეჯიბრის ამავე ეტაპზე იჭიდავებს დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ძიუდოისტი – ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა ნადირაძე (ორივე 66კგ). მარგველაშვილმა პირველ წრეში იტალიელ ფაბიო ბასილეს მოუგო, ნადირაძემ კი გერმანელ მარტინ ზეტცის სძლია.

შარშან თელ ავივის-გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონები გახდნენ ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.