ჩხვიმიანმა ანტალიის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ჩხვიმიანმა ანტალიის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგანაც ორი – ლუხუმ ჩხვიმიანი და ჯაბა პაპინაშვილი (ორივე 60კგ) ტურნირის ფინალურ ბლოკში ვიხილეთ.

პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის უზბეკ ბარათოვთან დამარცხდა, ჩხვიმიანმა კი ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში, წონის პირველ ნომერს, ტაიპეელ იანგს ვერაფერი დაუპირისპირა, შეხვედრა ვაზარით წააგო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მესამე ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი კი 1/8-ფინალში ბრაზილიელ ჯესიკა ლიმასთან დამატებით დროში დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ხვალ ანტალიაში მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი – გიორგი ტერაშვილი (73კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ.) იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის შარშანდელმა ტურნირმა საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაიარა.

დატოვე კომენტარი