ჩხვიმიანი ტაშკენტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი – ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს. ორივე მათგანი შეჯიბრების ნახევარფინალში იჭადავებს.

ლუხუმ ჩვიმიანმა მეოთხედფინალში ფრანგი ბოუდა დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს, ლიპარტელიანი ნახევარფინალში ტაიპეის წარმომადგენელს, ლინს შეხვდება.

დღეს გრანდ სლემზე გამომსვლელმა მესამე ქართველმა, ამირან დარბაისელმა (60კგ) პირველივე დაპირისპირება თურქმენ ჯუმაიევთან დათმო და გრანდ სლემს გამოეთიშა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 09:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 16:00-დან გაიმართება.