ჩხვიმიანი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ჩხვიმიანი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ნახევარფინალშია #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე 61 ქვეყნის 406 ძიუდოისტი მონაწილეობს. პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცებში ორ წონით კატეგორიაში – 60 და 66 კგ-ში გათამაშდება, სადაც ლუხუმ ჩხვიმიანი ბუდაპეშტის (60) გრანდ სლემის ნახევარფინალშია, ვაჟა მარგველაშვილი (66) და თემურ ნოზაძე (60) რეპეშაჟიდან შეეცდებიან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას.

ჩხვიმიანი (60კგ) მეოთხედფინალში იტალიელ ანჯელო პანტანოს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში ყვითელი ბარათებით დაამარცხა. ნოზაძე ნახევარდინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში იპონით დამარცხდა ყაზახ ნარბაევთან, რომელსაც ჩხვიმიანი ნახევარფინალში შეხვდება. ვაჟა მარგველაშვილმა კი უცნობ უზბეკ სუბხონოვთან დათმო შეხვედრა და ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეეცდება.

ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება.