ჩხუბი და ხუთი გაძევება - პსჟ-მ ზედიზედ მეორედ წააგო (ვიდეო)
ჩხუბი და ხუთი გაძევება - პსჟ-მ ზედიზედ მეორედ წააგო (ვიდეო)

სკანდალურად დასრულდა საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი „მარსელსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის. კომპენსირებულ დროში გუნდებმა ჩხუბი მოაწყვეს, რის გამოც არბიტრმა ხუთი ფეხბურთელი გააძევა – პარიზელთა მხრიდან მოედანი დაატოვებინეს კურზავას, ნეიმარსა და პარედესს, მარსელელთა მხრიდან – ამავისა და ბენედეტოს.

მატჩი სტუმარმა „მარსელმა“ 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე ფლორიან ტოვენმა გაიტანა.

პარიზულ გუნდს ისევ აკლდა რამდენიმე ფეხბურთელი კორონავირუსის გამო – მაურო იკარდი, კეილორ ნავასი და კილიან მბაპე.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო. ასეთი რამ ბოლოს 1984 წელს მოხდა. გარდა ამისა, თომას ტუხელის გუნდს ჯერ გოლიც არ გაუტანია. წინა მატჩში პსჟ 0:1 დამარცხდა „ლანსთან“.

„მარსელი“ მეხუთე ადგილზეა ლიგა 1-ის ცხრილში, პსჟ – მე-18 პოზიციაზე.