ჩხეტიანი „ტორპედოში“ ბაბუნაშვილმა შეცვალა #1TVSPORT
ჩხეტიანი „ტორპედოში“ ბაბუნაშვილმა შეცვალა #1TVSPORT

მომდევნო შეხვედრებში ქუთაისის „ტორპედოს“ შოთა ბაბუნაშვილი უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

შოთა ბაბუნაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ აღზრდილია და საფეხბურთო სამყარომ სწორედ ამ გუნდში გამოსვლით გაიცნო. მერე იყო სხვა გუნდები, მაგრამ კარიერა ქუთაისურ გუნდში დაასრულა და მწვრთნელობა დაიწყო. ბაბუნაშვილი ყოფილი მოთამაშეა, სეზონის დასაწყისში, სანამ გუნდში კახა ჩხეტიანი დაბრუნდებოდა, გუნდს სწორედ ის ავარჯიშებდა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გუნდის ხელმძღვანელობამ 1 ნოემბერს გაუშვა, მიზეზი კი კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, ქუთაისის „ტორპედოს“ მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგები და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარება იყო.

კახა ჩხეტიანი „ტორპედოში“ 2016-2019 წლებში მუშაობდა და კლუბს ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოუტანა. ის გუნდს წლეულს დაუბრუნდა, როდესაც გუნდი ბოლო ადგილებზე იმყოფებოდა.