ჩხაიძე და ჭყონია გამოარჩიეს - ქალთა ლიგაში საუკეთესოები დაასახელეს #1TVSPORT
ჩხაიძე და ჭყონია გამოარჩიეს - ქალთა ლიგაში საუკეთესოები დაასახელეს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციული დაჯილდოებაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, წლის საუკეთესოები ქალთა ფეხბურთში გამოავლინეს.

ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი და მოთამაშე დაასახელა. ორივე გამარჯვებული ჩემპიონ „ლანჩხუთს“ წარმოადგენს.

2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჩხაიძე

ნომინანტები – გიორგი ჩხაიძე (ლანჩხუთი), გიორგი მანწკავა (კვარტალი), ზურაბ ლატარია (კოლხეთი ხობი)

2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი – ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)

ნომინანტები – ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ეთერ სულაშვილი (გორი იუნაიტედი)

საუკეთესოები სფფ-ს ფეისბუქ და ინსტაგრამ-გვერდების საშუალებით გამოვლინდნენ. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა.