ჩიტაურმა 17-წლამდელები შეკრიბა - გუნდი შვეიცარიისთვის ემზადება
ჩიტაურმა 17-წლამდელები შეკრიბა - გუნდი შვეიცარიისთვის ემზადება
გიორგი ჩიტაურმა საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებში ფეხბურთელები გამოიძახა და მორიგი შეკრება დაიწყო. უმცროსი „ჯვაროსნები” ორი ამხანაგური მატჩის გასამართად ემზადებიან, რომელიც შვეიცარიასთან დაიგეგმა.
 
17-წლამდელების მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაურმა ნაკრების წევრები ეროვნული გუნდის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეკრიბა, სულ კი 24 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები: ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ), დავით ასათიანი (ტორპედო)
მცველები: გიორგი ჩხეტიანი, საბა ხვადაგიანი, ლუკა სალუქვაძე, ნიკა უგრეხელიძე, გიორგი ქავთარაძე, დავით გოგოტიშვილი (ყველა – დინამო თბ),შალვა ვიბლიანი, ბაქარ აბჟანდაძე (ორივე – სფფ აკადემია), სანდრო ტატიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ამბროსიძე (საბურთალო)
ნახევარმცველები: ილჩინ მეხტიევი, გიზო მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი, ზურაბ ზოსიაშვილი (ყველა – სფფ აკადემია), ლუკა გაგნიძე, დავით შიოლაშვილი, ზაურ სიჭინავა, საბა გეგიაძე (ყველა – დინამო თბ), თეიმურაზ ვაზაგაშვილი (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი გვიშიანი (საბურთალო)
თავდამსხმელები: გიორგი აბუაშვილი, ჯადული იობაშვილი (ორივე – დინამო თბ)
შვეიცარიასთან ამხანაგური მატჩები 14 და 16 მაისს გაიმართება. უმცროსი `ჯვაროსნები” ორივე შეხვედრას სტუმრად ჩაატარებენ.