ჩისკომ პირველი მატჩი ჩემპიონშიფის ლიდერს მოუგო (ვიდეო)
თბილისის „დინამოს“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ინგლისის ჩემპიონშიფში სადებიუტო მატჩი გამართა, საკუთარ მოედანზე „ნორვიჩი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.
😁 @28xisco28 😁#WATNOR pic.twitter.com/uE1AnOWEAh
— Watford Football Club (@WatfordFC) December 26, 2020
ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 39-ე წუთზე სენეგალელმა ნახევარმცველმა ისმაილა სარიმ გაიტანა.
ინგლისის ჩემპიონშიფი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. ჩისკოს „უოტფორდი“ 21 ტურის შემდეგ ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება, 37 ქულა აქვს და ლიდერ „ნორვიჩს“ 6 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში კი მე-2 ადგილზე მყოფ „სუონსის“ დაუპირისპირდება, რომელიც მე-2 ადგილზე იმყოფება და ჩისკოს გუნდს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.