ჩისკომ „ანორთოსისი“ ჩაიბარა - ლორიას ესპანელი მეგობარი გაწვრთნის #1TVSPORT
ჩისკომ „ანორთოსისი“ ჩაიბარა - ლორიას ესპანელი მეგობარი გაწვრთნის #1TVSPORT

გიორგი ლორიას „ანორთოსისი“ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა და მეგობარმა, ჩისკო მუნიოსმა ჩაიბარა – მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა. ესპანელი სპეციალისტი „ანორთოსისის“ მწვრთნელი სეზონის ბოლომდე იქნება.

„ფამაგუსტას „ანორთოსისი“აცხადებს, რომ მწვრთნელ ჩისკო მუნიოსთან თანამშრომლობას იწყებს. კონტრაქტი ძალაშია 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე. მან ახალი ტექნიკური შტაბი დააკომპლექტა. მუნიოსმა უკვე ჩაატარა პირველი ვარჯიში“, – წერია ფამაგუსტას „ანორთოსისის“ განცხადებაში.

ესპანელი სპეციალისტი „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პრესკონფერენციას ოთხშაბათს „პაპადოპულოსი არენაზე“ გამართავს.

ჩისკო მუნიოსი 42 წლისაა, დაიბადა 1980 წელს ესპანეთის ქალაქ მანაკორში. სამწვრთნელო კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, გუნდში, სადაც ფეხბურთელადაც თამაშობდა და „ანორთოსისის“ ამჟამინდელ მეკარესთან, გიორგი ლორიასთან მეგობრობდა. „დინამოსთან“ ერთად 2020 წელს საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.

შემდეგ ჩისკოს კარიერაში იყო „უოტფორდი“, რომელიც პრემიერშიფში მეორე ადგილზე გაიყვანა და პრემიერლიგაში დააწინაურა. ინგლისური კლუბი 2021 წლის ოქტომბერში დატოვა და იმავე თვეში მეორე დივიზიონში ესპანური „უესკა“ ჩაიბარა. ზაფხულის შემდეგ უმუშევარია.