ჩისკო „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს #1TVSPORT
ჩისკო „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა „უოტფორდმა“ მთავარი მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა. ესპანელი სპეციალისტი პოსტიდან დაითხოვეს სეზონის სტარტზე ცუდი შედეგების გამო.

პრემიერლიგის შვიდ ტურში „უოტფორდმა“ ოთხი შეხვედრა წააგო და შვიდი ქულით მე-14 პოზიციაზეა.

ჩისკომ „უოტფორდი“ 2020 წლის დეკემბერში, თბილისის „დინამოდან“ წასვლის შემდეგ ჩაიბარა. შარშანდელ სეზონში გუნდმა ჩემპიონშიფში მეორე ადგილი დაიკავა და პრემიერლიგაში დაბრუნდა.